სერგეი ლავროვი - დასავლეთი იწყებს იმის გაგებას, რომ უკრაინისგან მხოლოდ ნაწილი დარჩება

დასავლური ქვეყნები იწყებენ იმის გაგებას, რომ უკრაინისგან მხოლოდ ნაწილი დარჩება და ზოგიერთი მათგანი ამბობს: „მოდით, ახლავე გავჩერდეთ და ეს ნაწილი ნატო-ში მივიღოთ“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„როდესაც ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო, მათ დაიწყეს საუბარი : „უკრაინა ნატო-ში უნდა მიგვეღო, მაშინ რუსეთი მას თავს არ დაესხმებოდა“ - ეს იყო მათი გზავნილი. ახლა კი სიტუაციის განვითარების ეს სცენარისტები იწყებენ იმის გაგებას, რომ უკრაინისგან მხოლოდ რაღაც ნაწილი დარჩება და ამბობენ: „მოდით, ახლავე გავჩერდეთ და მივიღოთ ეს ნაწილი ნატო-ში“. სხვები კი ამბობენ: „არ შეიძლება გაჩერება, პუტინი უნდა დავასრულოთ, რადგან თუ ის არ დამთავრდება, ყველას თავს დაესხმება“, - აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი დასავლეთის მხრიდან „კონფრონტაციული ლოგიკაა“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს