ირაკლი ფავლენიშვილი - პერმანენტული საპროტესტო მოძრაობა გრძელდება მანამ, სანამ ჩვენს მთავარ მიზანს არ მივაღწევთ -  ხვალ ძალიან სიმბოლური იქნება, რომ ხალხი კიდევ ერთხელ გამოვიდეს დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის

ხვალ არის 23 ნოემბერი, „ვარდების რევოლუციის“ დღე და ძალიან სიმბოლური იქნება, რომ ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გამოვიდეს დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საპროტესტო მოძრაობა გრძელდება მანამ, სანამ მთავარ მიზანს არ მიაღწევენ.

„ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის. პერმანენტული საპროტესტო მოძრაობა გრძელდება მანამ, სანამ ჩვენს მთავარ მიზანს არ მივაღწევთ. 23 ნოემბერი არის „ვარდების რევოლუციის“ დღე და ძალიან სიმბოლური იქნება, რომ ამ დღეს კიდევ ერთხელ გამოვიდეს დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის, რომელსაც ართმევენ და წაართვეს კიდეც ამ არჩევნების შედეგად,”- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები 23 ნოემბერს, 15:00 საათზე, თსუ-ს პირველ კორპუსთან საერთო აქციას აანონსებენ. პარტიები საზოგადოებას "გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად" აქციაზე მოსვლისკენ მოუწოდებენ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა