„დაიცავი შენი ხმა“, „მოვითხოვთ ხელახალ არჩევნებს“ - ამ ლოზუნგებით ზუგდიდში საპროტესტო აქცია გაიმართა

„დაიცავი შენი ხმა“, „მოვითხოვთ ხელახალ არჩევნებს“ - ამ ლოზუნგებით ზუგდიდში საპროტესტო აქცია გაიმართა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა დროშებითა და ტრანსფარანტებით ხელში ცენტრალურ გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე მსვლელობა მოაწყვეს.

აქციის მონაწილეები რამდენიმე ლოკაციაზე შეჩერდნენ, რამაც ავტომობილების გადაადგილების შეფერხება გამოიწვია.

აქციის მონაწილეების ბოლო ლოკაცია ზუგდიდის მერია იყო, სადაც სიტყვით მიმართეს ადგილობრივებს და მოუწოდეს, რომ 25 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის