გიორგი ვაშაძე - დიპლომატიური კორპუსი პარლამენტში მისვლას არც აპირებდა, რომ მოეწვიათ, ვინ მივიდოდა? – 25 ნოემბერს მხოლოდ და მხოლოდ თვითმარქვია ადამიანების თავყრილობა იქნება

დარწმუნებული ვარ, დიპლომატიური კორპუსი პარლამენტში მისვლას არც აპირებდა - რომ მოეწვიათ, ვინ მივიდოდა? – 25 ნოემბერს მხოლოდ და მხოლოდ თვითმარქვია ადამიანების თავყრილობა იქნება, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, პირველი პრეცედენტია, როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ ახლად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე დიპლომატიურ კორპუსს არ მოიწვევს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ამ არჩევნებს აღიარება არ აქვს. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ დიპლომატიური კორპუსი პარლამენტში მისვლას არც აპირებდა. პირველი პრეცედენტია, როდესაც თავად ხელისუფლება ამბობს, რომ არ მოიწვევს დიპლომატიურ კორპუსს. რომ მოეწვიათ, ვინმე მივიდოდა? არ ვიცი, ახლა საქართველოში არც ნიკარაგუას, არც ვენესუელას და არც რუსეთის ელჩები არ არიან, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებენ და არ აღიარებენ საქართველოს დამოუკიდებლობას. ეს არჩევნები მხოლოდ მათ აქვთ აღიარებული. დანარჩენი, ფაქტობრივად, არავინ აღიარებს არჩევნებს. რომ მოეწვიათ, ვინ მივიდოდა? ორჯერ ორი ოთხია, ყველას კარგად გვესმის. ამიტომ, პაპუაშვილს, კობახიძეს და ივანიშვილს პირდაპირ ვეუბნები - თქვენი თავყრილობა 25-ში მხოლოდ და მხოლოდ, თვითმარქვია ადამიანების თავყრილობა იქნება. არაფერი საერთო ამას საქართველოსთან და პარლამენტთან არ ექნება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, მას მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები არ მოუწვევია.

მისივე თქმით, „ეს არის ქართველი ხალხის ზეიმი და სწორედ ქართველმა ხალხმა უნდა იზეიმოს საკუთარი პარლამენტის პირველი სხდომა“.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო