პრეზიდენტი - პერსონალური სანქციები ბევრად რთულია ევროკავშირისთვის - აშშ ამ ინსტრუმენტს უფრო კარგად მართავს და რამდენადაც ვიცი, მიმდინარეობს საუბრები აშშ-სა და ევროკავშირს შორის იმის შესახებ, რა შეიძლება გაკეთდეს

მე ნაკლებად მჯერა ევროკავშირის სანქციების, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, სანქციების ინსტრუმენტს უფრო კარგად მართავს აშშ და მისი ინფორმაციით, მიმდინარეობს აღნიშნულ თემაზე მოლაპარაკებები აშშ-სა და ევროკავშირზე.

„მე ნაკლებად მჯერა ევროკავშირის სანქციების, როგორც ასეთი. შეიძლება იყოს შეზღუდვები სხვა ფორმით, შეზღუდვები ყველა იმ დახმარებებზე, რომელზეც ჩვენი ბიუჯეტი და ჩვენი პროგრამები ძალიან დამოკიდებულია. ეს გააძლიერებს ეკონომიკურ და ფინანსურ კრიზისს. მაგრამ პერსონალური სანქციები ბევრად უფრო რთულია ევროკავშირისთვის, რადგან ის დამოკიდებულია კონსენსუსის წესზე და 27 ქვეყანაზე.

ამერიკა ამ ინსტრუმენტს უფრო კარგად მართავს და მე რამდენადაც ვიცი, მიმდინარეობს საუბრები და მოლაპარაკებები ამერიკასა და ევროკავშირს შორის იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება