სალომე ზურაბიშვილი - იქნება ახალი არჩევნები, ტექნიკური მთავრობა, კოალიცია -  როდის იქნება? მე, როგორც კაკულია, ისე გეტყვით, რომ ვხედავ, მაგრამ თარიღებს ვერ გეტყვით

იქნება ახალი არჩევნები, ტექნიკური მთავრობა, კოალიცია. როდის იქნება? მე, როგორც კაკულია, ისე გეტყვით, რომ ვხედავ, მაგრამ თარიღებს ვერ გეტყვით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ მის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული სამოქმედო გეგმა, „ქართული ქარტია“, შესრულდება.

„ყველაფერი ხდება, ქარტიაც შესრულდება, დარწმუნებული ვარ, ეს არის ჩვენი გზა, [კრიზისიდან] გამოსვლის გზა, მაგრამ წინასწარმეტყველი კი არ ვარ, რომ გითხრათ, როდის და რა მოხდება, ყველაფერი მიდის იქითკენ. ახალი არჩევნები ხომ იყო ქარტიაში გათვალისწინებული? ახალი არჩევნები უთუოდ იქნება. თუ ამ ქვეყნის მომავალი და ბედი არის, რომ იყოს სტაბილური და გაგრძელოს თავისი წინსვლა, რისიც მე მჯერა, მაშინ იქნება ახალი არჩევნები, იქნება ტექნიკური მთავრობა, კოალიცია. როდის იქნება? მე, როგორც კაკულია, ისე გეტყვით, რომ ვხედავ, მაგრამ თარიღებს ვერ გეტყვით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა