ჯო უილსონი - ვმუშაობთ „მეგობარი აქტის“ დადებითად გადასაწყვეტად - პატივს ვცემ იმას, რაზეც საქართველოს პრეზიდენტი მიუთითებს - მხარს დავუჭერ, რა კურსსაც ის მიიჩნევს ქართველი ხალხისთვის სასარგებლოდ

ჩვენ წავიწევთ წინ, ახლა ვმუშაობთ ლიდერებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ როდესაც „მეგობარი აქტი“ კენჭისყრაზე დადგება, დადებითად გადაწყდეს, - ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ქართველ ხალხს გვერდში უნდა დაუდგეს.

„მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ჩვენ ისევ და ისევ გვერდით უნდა დავუდგეთ ხალხს საქართველოში. „მეგობარი აქტი” უნდა ამოქმედდეს, ის ორპარტიულია და ასევე უნდა დავუდგეთ გვერდით საქართველოს. ამ მამაც, უნარიან ხალხს, მათთვის ყოველივე საუკეთესოს იმედი გვაქვს.

ჩვენ წავიწევთ წინ, ახლა ვმუშაობთ ლიდერებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ როდესაც „მეგობარი აქტი“ კენჭისყრაზე დადგება, დადებითად გადაწყდეს“, - განაცხადა უილსონმა.

ამასთან, როგორც კონგრესმენმა აღნიშნა, ის მხარს დაუჭერს იმ კურსს, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუთითებს.

„მე პატივს ვცემ იმას, რაზეც საქართველოს პრეზიდენტი მიუთითებს. დავუჭერ მხარს, რა კურსსაც ის მიიჩნევს ქართველი ხალხისთვის სასარგებლოდ, რაც არის დემოკრატიის სრულად აღდგენა საქართველოში“, - განაცხადა უილსონმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო