გიორგი ბარამიძე - „ვარდების რევოლუცია“ იყო და საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც უდიდესი მოვლენა, რომელმაც თანამედროვე ქართული სახელმწიფო შექმნა

„ვარდების რევოლუცია“ იყო და საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც უდიდესი მოვლენა, რომელმაც თანამედროვე ქართული სახელმწიფო შექმნა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ქვეყანაში რეფორმების დიდი ტალღა გატარდა და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში წამყვანი ქვეყანა ყოფილიყო, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, იმჟამინდელმა ხელისუფლებამ 2008 წელს ქვეყანა მთლიანი ოკუპაციისაგან დაიცვა.

„მინდა პრეზიდენტ სააკაშვილს, ყველა ქართველ პატრიოტს გიორგობა მივულოცო და მივულოცო „ვარდების რევოლუციის“ 21 წლის თავი. „ვარდების რევოლუცია“ იყო და საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც უდიდესი მოვლენა, რომელმაც თანამედროვე თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შექმნა შესაძლებელი გახადა, რომლის შემდეგაც საქართველოში თანამედროვე სტანდარტების ქართული პოლიცია, ქართული ჯარი შეიქმნა, რომელმაც პირწმინდად დაამარცხა მთელს ქვეყანაში გაბატონებული კორუფცია, რომელმაც განათლების სფეროში ისეთი რეფორმა გაატარა, რომლითაც ჩვენი ახალგაზრდები იძულებულები არ არიან, რომ ჩაწყობით და ფულით უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებელში მოხვდნენ. ჩვენ შევებრძოლეთ ქურდული მენტალიტეტის ჩამყაყებულ სისტემას, კრიმინალსა და ძალიან ბევრს მივაღწიეთ, თუმცა, სამწუხაროდ, ბოლომდე არ მოგვარდა ეს პრობლემა, არ ამოიძირკვა ეს მენტალიტეტი. ჩვენ დავიცავით 2008 წელს ჩვენი ქვეყანა მთლიანი ოკუპაციისაგან, რაც სამწუხაროდ ვერ მოახერხა 1921 წელს არსებულმა საქართველოს ხელისუფლებამ. ჩვენ შევძელით ქართველი ხალხის, ჯარის და საერთაშორისო დახმარების და მხარდაჭერის კონსოლიდაცია.

„ვარდების რევოლუციის“ შემდგომ დღეს ძალიან ცოტას ახსოვს, რომ საქართველომ მშვიდობიანად დაიბრუნა აჭარა, რომელიც რუსეთის მოკავშირე და რუსეთის აგენტის, ასლან აბაშიძის მიერ იყო ჩამოცილებული საქართველოს. ქვეყანაში უამრავი რეფორმა გატარდა, უამრავი ნაბიჯი გადაიდგა, რომელსაც რა თქმა უნდა, ახლდა პრობლემები, სირთულეები, რომელმაც საქართველო თანამედროვე ქართულ სახელმწიფოდ ჩამოაყალიბა. ჩვენ დავიწყეთ ევროკავშირში ინტეგრაცია, ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ საქართველოს მიეღო ვიზალიბერალიზაცია, საქართველოს ჰქონოდა ასოცირების ხელშეკრულება და საქართველო ყოფილიყო აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი ქვეყანა. „ვარდების რევოლუციის“ და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც დღეს საერთოდ დავიწყებულია მოღალატური რეჟიმის ქმედებების გამო, რომ საქართველო უკრაინასთან ერთად გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება