აქციის მონაწილეები გმირთა მოედნის გადაკეტვას გეგმავენ

თუს-ს პირველ კორპუსთან, სადაც სოლიდარობის აქცია დაიწყო, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ საზოგადოებას მსვლელობით გმირთა მოედანთან წასვლისკენ მოუწოდა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, ისინი თსუ-დან ვარაზისხევის გავლით გაემართებიან გმირთა მოედნისკენ, რომელიც 22:00 საათამდე გადაკეტილი იქნება.

„თსუ-ს სტუდენტები არ არიან ღირსნი, რომ ასეთი რექტორი ჰყავდეთ და რაც მთავარია, ეს უნივერსიტეტი არ არის ღირსი, რომ ასეთი რექტორი მართავდეს, რომელიც იმას კადრულობს და აკადრებს სტუდენტებსა და უნივერსიტეტს, რაც არ უკადრებიათ საბჭოთა კავშირის დროს. ახლა მთავარი - ყველანი ერთად ვიკრიბებით აქ, ჩავდივართ გმირთა მოედანზე და ვკეტავთ გმირთა მოედანს. გმირთა მემორიალთან ვიკრიბებით და 22:00 საათამდე ვდგავართ იქ“, - განაცხადა აქციაზე ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, აქციის მონაწილეები "გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ“, ამასთან სოლიდარობას გამოუცხადეს სტუდენტებს, რომელთა ნაწილიც თსუ-ს ერთ-ერთ აუდიტორიაში მე-4 დღეა ღამეს ათენებენ. ისინი უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა