ოთარ ზურაბიშვილი - არჩევნების შედეგებს ვგმობ, პატივს ვცემ სტუდენტებს, რომლებიც საქართველოს და მომავალ არჩევნებს იცავენ - მიგვაჩნია, რომ არჩევნები არალეგიტიმურია, მთავრობა არალეგიტიმურია

არჩევნების შედეგებს ვგმობ, პატივს ვცემ სტუდენტებს, რომლებიც საქართველოს და მომავალ არჩევნებს იცავენ, რომელიც ჩვენი საერთო მიზანია,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა განაცხადა.

ის თსუ-სთან მიმდინარე აქციას, საიდანაც მსვლელობით გმირთა მოედნისკენ მიემართებიან, შეუერთდა.

„ყველამ იცის, რომ მთელი მსოფლიო ოპოზიციას უჭერს მხარს, ასევე გაყალბებული არჩევნების გაპროტესტებას. გუშინ ერთი მხარდამჭერი გამოჩნდა, პრორუსული ევროპარლამენტარი, რომელიც პუტინის მეგობარია, ესენი არიან "ოცნების" მხარდამჭერები? ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, საჭიროა, ვიყოთ მხნედ და გამძლეობით", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი განმარტებით, ის 25 ნოემბერს, პარლამენტთან დაგეგმილ აქციას შეუერთდება.

„მიგვაჩნია, რომ არჩევნები არალეგიტიმურია, მთავრობა არალეგიტიმურია, ამ მთავრობას არავინ ცნობს. იძულებული იქნებიან ყველანაირად, რომ წესიერი და დემოკრატიული არჩევნები ჩაატარონ, ამისკენ უნდა წავიდეთ", - განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს