Reuters - უკრაინამ კურსკში დაკავებული ტერიტორიის 40%-ზე მეტი დაკარგა

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიის 40%-ზე მეტი დაკარგა, რომელიც აგვისტოში მოულოდნელი შეჭრის შედეგად დაიკავა, რადგან რუსულმა ძალებმა კონტრშეტევების ტალღები მოაწყვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც უკრაინის გენერალური შტაბის წარმომადგენელია.

წყაროს თქმით, რუსეთმა კურსკის ოლქში 59 000 ჯარისკაცი განალაგა მას შემდეგ, რაც იქ კიევის ძალები სწრაფად შეიჭრნენ და წინ წაიწიეს.

„ჩვენ ვაკონტროლებდით დაახლოებით 1 376 კვადრატულ კილომეტრს, ახლა, რა თქმა უნდა, ეს ტერიტორია უფრო მცირეა. მტერი აძლიერებს კონტრშეტევებს. ახლა ჩვენ ვაკონტროლებთ დაახლოებით 800 კვადრატულ კილომეტრს“, - აღნიშნა წყარომ.

Reuters-ი წერს, რომ კურსკში შესვლის მიზანი იყო კიევს შეეჩერებინა რუსეთის თავდასხმები აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში, იძულებული გაეხადა რუსეთი, უკან დაეხია ძალები, რომლებიც თანდათან წინ მიიწევდნენ აღმოსავლეთში და კიევისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებებში დამატებითი ბერკეტი მიეცა.

ამასთან, გამოცემის წყაროს თქმით, ახლა კიევისთვის ყველაზე სახიფათო მიმართულება კურახოვეს ტერიტორიაა, რადგან რუსული ძალები იქ დღეში 200-300 მეტრით წინ მიიწევენ და ზოგიერთ ტერიტორიაზე გარღვევას ახერხებენ.

Reuters-ი წერს, რომ ქალაქი კურახოვე დონეცკის რეგიონში პოკროვსკის ლოჯისტიკური ცენტრისკენ ტრამპლინია.

წყაროს ინფორმაციით, რუსეთს ახლა დაახლოებით 575 000 ჯარისკაცი ჰყავს უკრაინაში, და მიზნად ისახავს, თავისი ძალები დაახლოებით 690 000-ამდე გაზარდოს.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა