რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტური მიმდინარეობს, - ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პირველ ტურში სახელმწიფოს მეთაურის პოსტისთვის 13 კანდიდატი იბრძვის. მეორე ტური, სავარაუდოდ, 8 დეკემბერს გაიმართება.

გამოკითხვების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრი მარსელ ჩიოლაკუ ლიდერობს, რომელსაც მხარს უჭერს რუმინეთის უდიდესი „სოციალ-დემოკრატების“ პარტია. გამარჯვების შანსი ასევე აქვს ოპოზიციური პარტიის, "ალიანსი რუმინელთა გაერთიანებისთვის" ლიდერს, ჯორჯ სიმიონს.

გარდა ამისა, ხმის მიცემა საზღვარგარეთ განთავსებულ საარჩევნო უბნებზე პარასკევს დაიწყო. შაბათის მდგომარეობით, მასში მონაწილეობა რუმინეთის 100 000-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო.

რუმინეთის პრეზიდენტს 5 წლის ვადით ირჩევენ და აქვს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეროვნული უსაფრთხოება და საგარეო პოლიტიკა.

ქვეყნის მასშტაბით, 19 ათასამდე საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს