ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს - თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ

ქალბატონო სალომე! თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ, თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში წერს, რითაც, სალომე ზურაბიშვილის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების შესახებ დაწერილ „პოსტს“ ეხმაურება.

ამასთან, წილოსანი მიმართავს იმ პირებსაც, ვინც ხვალ, საქართველოს პარლამენტის მუშაობაში ხელის შეშლას და ანარქიას აპირებს, რომ სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია.

“ქალბატონო სალომე! თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ.

ხოლო მათ, ვინც ხვალ, საქართველოს პარლამენტის მუშაობაში ხელის შეშლას და ანარქიას აპირებს, არსებობს კანონი და დემოკრატიის დაცვის საერთაშორისოდ მიღებული ნორმები - სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება - არის დანაშაული და ისჯება სისხლის სამართლის მუხლებით, პატიმრობით... მუხლი 222”, - წერს ნინო წილოსანი Facebook-ზე.

ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და ორგანიზატორებს აფრთხილებს, არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან. როგორც უწყება განმარტავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად. ამასთან, განცხადებაში შსს მიუთითებს, რომ კანონით პირდაპირ აკრძალულია სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის თანახმად დასჯად ქმედებას წარმოადგენს.

საქართველოს პრეზიდენტმა შს სამინისტროს განცხადება სოციალურ ქსელში მუქარად შეაფასა.

“ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო … ესეც კიდევ ერთი და კონსტიტუციის მთავარი პრინციპის - მანიფესტაციის და შეკრების უფლების - დარღვევაა! რა მნიშვნელობაა კანონით თუ დადგენილებით ზღუდავენ ამ უფლებას! მუქარაც არაფერში ჯდება… რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთ დასტურია“.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან