ქალთა მარშის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარედ სიმბოლურად ჩემოდნები დატოვეს და სკანდირებდნენ: „წადი“

ქალთა მარშის მონაწილეები “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მივიდნენ.

მარშის მონაწილეებმა ადგილზე სიმბოლურად ჩემოდნები დატოვეს. ჩემოდნებზე წერია: “ბიძინა წადი! მე ვრჩები!”, “საქართველო, მონატრებული დედის გარეშე”, “არა იძულებით ემიგრაციას”, “ემიგრაცია არჩევანი არ არის”.

ქალთა მარშის მონაწილეები სკანდირებენ: “წადი, წადი”.

მანამდე, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მსახიობმა, ეკა დემეტრაძემ მანიფესტი წაიკითხა და განაცხადა, რომ “ოლიგარქი მიდის და ისინი რჩებიან”.

“ოლიგარქი მიდის და ჩვენ ვრჩებით. რადგან ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ოლიგარქი. ჩვენ უფრო დღეგრძელები ვართ, ვიდრე ოლიგარქი. ეს ჩანთები ჩვენი არაა, ეს ჩანთები ოლიგარქისაა, ამიტომ ოლიგარქი მიდის, ჩვენ ვრჩებით”, - განაცხადა ეკა დემეტრაძემ.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

მსვლელობის მიმდინარეობისას აქციის მონაწილეებს სიგნალებით ამხნევებდნენ ავტომობილების მძღოლების ნაწილიც.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: „ქალთა მოძრაობა“, „საფარი“, „ქალები საქართველოდან“, "კოალიცია ცვლილებებისთვის", "კოალიცია ძლიერი საქართველო", „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „საქართველოსთვის“.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა