თბილისში ქალთა მარში დასრულდა

თბილისში ქალების მარში დასრულდა.

ქალთა მარშის ორგანიზატორების ინფორმაციით, ისინი შეუერთდებიან საპროტესტო აქციებს, რომელიც ოპოზიციამ და სხვადასხვა ჯგუფმა დააანონსა.

როგორც კავშირი „საფარის“ ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ განაცხადა, ისინი ქვეყნიდან არსად წასვლას არ აპირებენ და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი თავად უნდა წავიდეს.

„გაიგოს, რომ ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ. ჩვენ ვრჩებით!“, - განაცხადა ბაია პატარაიამ.

მარშის მონაწილეებმა პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ჩემოდნები დატოვეს, რომლებზეც წერია: „ბიძინა წადი! მე ვრჩები!“, „საქართველო, მონატრებული დედის გარეშე“, „არა იძულებით ემიგრაციას“, „ემიგრაცია არჩევანი არ არის“. ისინი სკანდირებდნენ: „წადი, წადი“.

ადგილზე სამართალდამცავები კვლავ რჩებიან.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: „ქალთა მოძრაობა“, „საფარი“, „ქალები საქართველოდან“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“, კოალიცია „ძლიერი საქართველო“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „საქართველოსთვის“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს