ლევან ხაბეიშვილი - ჩვენ შეგვიძლია, რომ ეს ხელისუფლება დავასრულოთ - 100 ათასი ადამიანი უნდა მოვიდეს და ამ ხალხს მივაწვეთ

თითოეულმა მაყურებელმა უნდა გაითავისოს, რომ მას ხელისუფლების დასრულება შეუძლია - 100 ათასი ადამიანი უნდა მოვიდეს და ამ ხალხს [სამართალდამცავებს] უნდა მივაწვეთ, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, პირდაპირი ჩათვისას განაცხადა.

„ახლა, ჩვენ შეგვიძლია, რომ ეს ხელისუფლება დავასრულოთ. თითოეულმა მაყურებელმა უნდა გაითავისოს, რომ მას ხელისუფლების დასრულება შეუძლია. 100 ათასი ადამიანი უნდა მოვიდეს და ამ ხალხს [სამართალდამცავებს] უნდა მივაწვეთ. ამათ ინსტინქტებიც დაბლაგვებული აქვთ და ზოგადადაც დაბლაგვებულები არიან", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლების წყარო ქართველი ხალხია.

"ამათთან რომ წინააღმდეგობაში შეხვალ, ხელისუფლებას დავამარცხებთ, მაგრამ უნდა გავითავისოთ, რომ ხელისუფლების წყარო ქართველი ხალხია. ხან ბევრი ვიქნებით, ხან ცოტა და რაღაც დროს (შეიძლება ხვალ ან ზეგ) რომ შევიკრიბებით 100 ათასი კაცი, ამათ უნდა მივაწვეთ. რუსული ნაგავი უნდა გავიტანოთ. ეს ხალხი თავის ოჯახს დავუბრუნოთ, პოლიციელი პოლიციელს დაემსგავსოს, ებრძოლოს კრიმინალს.

ესენი ხვალაც აქ უნდა იყვნენ, ოღონდ მონობას თავადვე აწერენ ხელს. ეგ ამათი ცალკე ტრაგედიაა. იმედი მაქვს, რომ ამათაც კარგად მივაწვებით თავის დროზე, შეიძლება ხვალაც იყოს ეს ამბავი, არ ვიცით, ვნახოთ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.

ინფორმაციისთვის, აქციის მონაწილეები ახალი პარლამენტის პირველ სხდომას აპროტესტებენ, რომელიც ხვალ არის ჩანიშნული. მომიტინგეები დღევანდელი ღამის პარლამენტთან გათენებას აპირებენ.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში