შალვა პაპუაშვილი პარლამენტში მედიის მუშაობის შეზღუდვაზე - ეს ზომები იმისთვის არის მიღებული, რომ მოწესრიგებულად ჩატარდეს პირველი სხდომა - 2020 წლის პირველი სხდომა გახსოვთ, ამერიკის ელჩი კინაღამ მიაჭყლიტეს ჟურნალისტებმა კედელთან

ეს ზომები იმისთვის არის მიღებული, რომ მოწესრიგებულად ჩატარდეს პირველი სხდომა - 2020 წლის პირველი სხდომა გახსოვთ, ამერიკის ელჩი კინაღამ მიაჭყლიტეს ჟურნალისტებმა კედელთან, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილი იმ ფაქტს, რომ 25 ნოემბერს, მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების „ყვითელი დონე“ იმოქმედებს.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გატარებული ზომები მედიასაც აძლევს შესაძლებლობას, რომ შეფერხების გარეშე იმუშაონ.

„ეს ზომები იმისთვის არის მიღებული, რათა მოწესრიგებულად ჩატარდეს პირველი სხდომა. მედიასაც გქონდეთ შესაძლებლობა, შეფერხების გარეშე იმუშაოთ. ალბათ, 2020 წლის პირველი სხდომა გახსოვთ, ვინც აქ იყავით, ამერიკის ელჩი კინაღამ მიაჭყლიტეს ჟურნალისტებმა კედელთან. ვფიქრობ, კარგი ფორმატია იმისთვის, რომ სამუშაო გარემო გქონდეს“, -აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, 25 ნოემბერს, მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების თანახმად, შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს