შალვა პაპუაშვილი - ჩვენს ელჩებსაც არ იწვევენ სხვა ქვეყანაში პირველ სხდომაზე - იმისთვის, რომ არ იყოს ჩარევა შიდა პოლიტიკურ საკითხებში, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტს ეს ზოგადი მიდგომა გვქონდეს

ჩვენს ელჩებსაც არ იწვევენ სხვა ქვეყანაში პირველ სხდომაზე - იმისთვის, რომ არ იყოს ჩარევა შიდა პოლიტიკურ საკითხებში, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ეს ზოგადი მიდგომა გვქონდეს პარლამენტს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ არ მოიწვია მან პარლამენტის პირველ სხდომაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

მისი თქმით, „ეს დღე როგორც შეშვენის ჩვენს ქვეყანას, იქნება ჩვენი ეროვნული დღე“.

„ჩვენ დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა. ეს დღე არის უპირველეს ყოვლისა ჩვენი მოქალაქეების, მათი არჩეული პარლამენტის. პარლამენტში [პირველ სხდომაზე] წარმოდგენილი იქნება მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები და ეს დღე როგორც შეშვენის ჩვენს ქვეყანას, იქნება ჩვენი ეროვნული დღე. რაც შეეხება უცხო ქვეყნების წარმომადგენლების მონაწილეობა-არმონაწილეობას - ვთქვი კიდეც, რომ ჩვენ გვაქვს სამწუხარო გამოცდილება იმის, რომ ხდება ინსტრუმენტალიზება უცხოური მონაწილეობისა ქართულ პოლიტიკაში. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ყველასთვის კარგი და უმჯობესი არის, რომ... სწორედ იმისთვის, რომ არ იყოს არასათანადო ჩარევა შიდა პოლიტიკურ საკითხებში, ინსტრუმენტალიზება სხვადასხვა საკითხების, ამიტომ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ეს ზოგადი მიდგომა გვქონდეს პარლამენტს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო