შალვა პაპუაშვილი - „ჩემი ფეხი არ იქნება პარლამენტში“ ჰგონიათ ამათ პარლამენტში არშესვლა, დაწერონ განცხადებები - ორი გზა აქვთ: ან მანდატებზე თქვან უარი და ამით დაინგრიონ საკუთარი თავი ან არ დაწერონ განცხადებები და ამით დამცირდნენ

ეს არჩევანი აქვს დღეს ოპოზიციას - დაინგრნენ თუ დამცირდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია მანდატებზე უარს თუ იტყვის და განცხადებას დაწერს, ამით საკუთარ თავს დაანგრევს, თუ უარს არ იტყვის მანდატებზე, ამით დაიმცირებს საკუთარ თავს.

„არც ისტორიას ეცნობიან, არც რაიმე ღრმა ცოდნა აქვთ ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე. არ იციან, რომ ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შევა ადამიანი და ამას დავინახავთ ჩვენ საბოლოო ჯამში. მე ვთქვი, რომ მათ თავადვე დაიტოვეს ორი გზა. ისინი მოქმედებენ უცხოეთიდან დაკვეთით და იმიტომაც არის, რომ ასეთ დღეში ჩააყენეს. მათ რეალურად აქვთ ორი გზა - ერთი მანდატებზე თქვან უარი, დაწერონ განცხადებები და ამით დაინგრიონ საკუთარი თავი ან მეორე, არ თქვან მანდატებზე უარი, არ დაწერონ განცხადებები და ამით დაიმცირონ საკუთარი თავი. ეს არჩევანი აქვს დღეს ოპოზიციას დაინგრნენ თუ დამცირდნენ. ძალიან საინტერესოა, რამდენი დაწერს განცხადებას. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ სპორტულ აფერისტობასთან გვაქვს საქმე მათი მხრიდან. ნახავთ თქვენ შალვა ნათელაშვილივით როგორ მოიქცევა ზოგიერთი და იტყვის, რომ პარლამენტში არ შესვლა ნიშნავს, რომ ფეხს არ შედგამს. „ჩემი ფეხი არ იქნება პარლამენტში“ ჰგონიათ ამათ პარლამენტში არ შესვლა. დაწერონ განცხადებები და თქვან უარი მანდატზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის