შალვა პაპუაშვილის შეფასებით, მძიმე დეზინფორმაციაა განცხადება, რომ პარლამენტი დღეს კონსტიტუციის დარღვევით იკრიბება

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მძიმე დეზინფორმაციას უწოდებს განცხადებას, რომ ახლადარჩეული პარლამენტი დღეს კონსტიტუციის დარღვევით იკრიბება და ამბობს, რომ ეს ყველაფერი „კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგაა მიმართული“.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ევროპული სახელმწიფოებისა და ევროკავშირისგან დაფინანსებული „ენჯეოების“ მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელება სამწუხაროა.

„ვხედავთ, რა მძიმეა დეზინფორმაცია, რომელსაც ზოგიერთი „ენჯეო“ ავრცელებს, კერძოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“. დიდი ხანია ვსაუბრობ, მათ შორის დონორებსაც ვაფრთხილებდი, რომ მათ მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტის მიერ სხდომის არდანიშვნა ხელს უშლის პარლამენტს, რომ შეიკრიბოს. ეს არის დეზინფორმაცია კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ. დონორის პასუხისმგებლობაა, რომ ამ „ენჯეოებისგან“ დეზინფორმაცია გვესმის, სამწუხაროა, რომ ევროპული სახელმწიფოები და ევროკავშირისგან დაფინანსებული „ენჯეოები“ კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას ავრცელებენ რომლის მიზანიცაა საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანა და რადიკალიზმის გაღვივება. ვნახეთ, ცოტა ხნის წინ 8 სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული დეპუტატი, კომიტეტის თავმჯდომარეები, რომელთაც პირდაპირ მოუწოდეს ოპოზიციას და მათ მიერ დაფინანსებულ „ენჯეოებს“ მაიდნისკენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ 25 ნოემბერს დაანონსებული ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა და მის მიერ პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობა საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის აშკარა და უხეში დარღვევაა,

ამასთან, ორგანიზაციაში განმარტავენ იმ მიზეზებსა და კანონის იმ ნორმებს, რაც პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებით ირღვევა. მათი თქმით, საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის პირველი სხდომა არ მოუწვევია. ამასთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებულია 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობა და შესაბამისად 150 წევრის არჩევის კანონიერება.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
BTU სტუდენტებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა