შალვა პაპუაშვილი - ვიდრე „ქართული ოცნება“ მყარად დგას, ვერ მოხდება გარე ძალების მიერ მართული, ცალ ფეხზე მდგომი ხალხით დაკომპლექტებული, ნაირ-ნაირი სახელებისა და სათაურების ქვეშ შექმნილი პარტიების თარეში

ჩვენ დავინახეთ, რომ საქართველოს მომავალთან დაკავშირებით ქვეყანაში ისევ არსებობენ ფუნდამენტურად განსხვავებული შეხედულების მქონე ჯგუფები. ქვეყანაში კვლავინდებურად არსებობენ პოლიტიკური რევანშისა და წარსულში დაბრუნების მოსურნე ძალები. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურია სასჯელმისჯილი ყოფილი პრეზიდენტი მის დესტრუქციულ მიმდევრებთან ერთად. მათ მორიგ ჯერზე იწვნიეს ამჯერად მართლაც საბოლოო მარცხი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა შალვა პაპუაშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოში რევანში ვერ შედგა და ვერც ვეღარასდროს შედგება, „ვერც ხალხისა და ისტორიის მიერ გასამართლებული ფიგურების და ვერც მათ ფრთებქვეშ გამოზრდილი ფერნაცვალი სუბიექტების მიერ“.

„რაც მთავარია, საქართველოში, ვიდრე „ქართული ოცნება“ მყარად დგას, ვერ მოხდება გარე ძალების მიერ მართული, ცალ ფეხზე მდგომი ხალხით დაკომპლექტებული, ნაირ-ნაირი სახელებისა და სათაურების ქვეშ შექმნილი პარტიების თარეში. ამ არჩევნებზე ჩვენ დავუპირისპირდით სწორედ ასეთ, გარედან მართულ, კოორდინირებულ და ერთიან ძალისხმევას. სწორედ ამიტომ, ეს იყო და არის ბრძოლა დავითისა და გოლიათისა, სადაც გაიმარჯვა სიმართლემ, გონიერებამ და სამშობლოს სიყვარულმა. რადგანაც ჩვენ ვდგავართ ღმერთის, სამშობლოს და ადამიანის მხარეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან