შალვა პაპუაშვილი - უცხოეთის ყალბი ელვარებისაგან თვალმოჭრილი ოპონენტები საკუთარ უფალს უგულებელყოფენ, წინაპართა დანატოვარს არად დაგიდევენ

თუ უცხოეთი გეტყვის, „ცალ ფეხზეც უნდა დადგე“, რადიკალურ ოპოზიციაში ამის მთქმელი და ამგვარად მოაზროვნე არაერთი ადამიანია, უცხოეთის ყალბი ელვარებისაგან თვალმოჭრილი ოპონენტები საკუთარ უფალს უგულებელყოფენ - საბედნიეროდ, საქართველოში დადგა დრო, მეტი ფიქრის, განსჯის, წინდახედულობის, მეტი გონიერებისა და შორსმჭვრეტელობის, სიბრძნისა და გამჭრიახობის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა შალვა პაპუაშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის ეროვნული ინტერესი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გზაზე შედეგიანად სიარულია.

„ჩვენი უახლოესი წინაპრის დანატოვარია ნატვრა და ოცნება, რომელიც ერთ ფრაზაში გამოითქვა: „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“ - ილია ჭავჭავაძის ეს ამოძახილი მეცხრამეტე საუკუნიდან დღემდე ექოდ ჩაგვესმის. ამ მაქსიმის ხორცშესხმა ყველა დროსა და ჟამში თავის ფორმას და შინაარსს იძენს. იძენს იმისდა მიხედვით, რომელ დროს, რომელ მმართველს და რომელ თაობას როგორ ესმის დამოუკიდებლობა და თავისუფლება. სწორედ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გზაზე შედეგიანად სიარულია ქვეყნის ეროვნული ინტერესი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ჩვენი წინაპრების დანატოვარზე ფიქრისა და მათი გამოცდილების გააზრების ნაცვლად, „დღეს ჩვენი თანამედროვეებისგან დაუფიქრებლად წამოსროლილ „სიბრძნეთა“ პირისპირ ვდგავართ“.

„თუ უცხოეთი გეტყვის, ცალ ფეხზეც უნდა დადგე“ - რადიკალურ ოპოზიციაში ამის მთქმელი და ამგვარად მოაზროვნე არაერთი ადამიანია. უცხოეთის ყალბი ელვარებისაგან თვალმოჭრილი ოპონენტები საკუთარ უფალს უგულებელყოფენ, წინაპართა დანატოვარს არად დაგიდევენ, ყველაფერს უცხოს კი ვნებით შესტრფიან. სწორედ ამიტომაა, რომ მათ არც უფიქრიათ და არც ესმით თუ რა არის მათი ეროვნული ინტერესი და რა არის სხვისი. მათთვის სამყარო არ იყოფა ჩვენებად და უცხოებად, საკუთრად და სხვისად. ნაცვლად ამისა თანამედროვე პოლიტიკას ინფანტილურად კარგებისა და ცუდების კატეგორიებით ზომავენ. სწორედ ამიტომაა ჩვენი მთავარი მტერი პირველ რიგში უმწიფრობა და ინფანტილიზმი, რისი შედეგებიც საკუთარ თავზე არაერთხელ გვიწვნევია. საბედნიეროდ, საქართველოში დადგა დრო მეტი ფიქრის, განსჯის, წინდახედულობის, მეტი გონიერებისა და შორსმჭვრეტელობის, სიბრძნისა და გამჭრიახობის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო