შალვა პაპუაშვილი - 2022 წლის 24 თებერვალს მსოფლიო შეიცვალა, ამ რთული გამოწვევის ფონზე საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ გამოიჩინა შორსმჭვრეტელობა, რათა დაეკავებინა ის ერთადერთი სწორი პოზიცია, რომელსაც გვკარნახობდა ქვეყნის ეროვნული ინტერესი

2022 წლის 24 თებერვალს მსოფლიო შეიცვალა, ევროპა და ბუნებრივია, საქართველოც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უპრეცედენტო მასშტაბის ომის მომსწრე გახდა. მიმდინარე ომს გააჩნია ცხელი წერტილები, ფრონტის ხაზი და ცეცხლის არეალი და გააჩნია ამ ომის ზემოქმედების არეალი - საქართველო ამ არეალის ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ტერიტორიაა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა შალვა პაპუაშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, „ამ რთული გამოწვევის ფონზე საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ გამოიჩინა გონიერება, წინდახედულობა და შორსმჭვრეტელობა, რათა დაეკავებინა ის ერთადერთი სწორი და მტკიცე პოზიცია, რომელსაც გვკარნახობდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი“.

„მიმდინარე ომის ფონზე ქვეყანამ შეინარჩუნა საკუთარი გეოპოლიტიკური ვექტორი, გააგრძელა ევროინტეგრაციის პროცესი და ამის შედეგად მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ქვეყანამ შეინარჩუნა მშვიდობა და ამის შედეგად არ აღმოვჩნდით ამ ომის მონაწილე. ქვეყანამ უარი თქვა ორმხრივ სანქციებზე და ამის შედეგად შევინარჩუნეთ ეკონომიკური განვითარების დინამიკა. მმართველი გუნდი მტკიცედ დაუხვდა იმ პროვოკაციებსა და ხაფანგებს, რისკენაც გვიბიძგებდა ზოგიერთი დაუძინებელი მეგობარი და სწორედ ამ გამოცდილებით, ამ შედეგებით, ამ მაგალითით წარსდგა არჩევნებზე. მრავალჭირნახულმა და უკვე გამოცდილმა ქართველმა ხალხმა, მისმა სრულმა უმრავლესობამ ეს დაინახა და თავისი ხმით ამ პოლიტიკას დემოკრატიული ბეჭედი დაასვა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს