შალვა პაპუაშვილი - დღეს მსოფლიოში მთავარი გამოწვევა ომია, ხოლო განსაკუთრებული ძალისხმევის საგანი - მშვიდობა, ჩვენ წარვადგინეთ განვლილი წლების მიღწევები, მომავლის ხედვა, გეგმა და მისაღწევი მიზნები, ჩვენ გვენდნენ

ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი განვლილი წლების მიღწევები, წარვადგინეთ მომავლის ხედვა, გეგმა და მისაღწევი მიზნები. ჩვენ გვენდნენ - მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა შალვა პაპუაშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“, ამ არჩევნებზე, ამომრჩევლის წინაშე „მძიმე ოთხწლიანი ციკლის დასრულების შემდეგ წარსდგა“.

„მინდა მოკლედ გავიხსენო ეს პროცესი. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა რევანშიზმის მორიგი მცდელობის ფონზე. რადიკალური ოპოზიციის ძირითად მაშველ რგოლად უკვე მაშინვე იქცა პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა გაყალბებულმა და დამალულმა პარალელური დათვლის შედეგებმა თუ შეფასებებმა ორმოცი დღის განმავლობაში აჯანჯღარა ქვეყანა. ოპოზიციური პარტიები რუსთაველის გამზირს მორიგი რევოლუციის და არეულობის მცდელობით მოედნენ. სრულიად ხელოვნურად, შეთხზული და შეთითხნილი საბაბებით მათ მოახერხეს პოლიტიკური კრიზისის შექმნა.

ამგვარ პირობებში გავედით 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, სადაც ახალი ხაფანგი დაგვახვედრეს. თქვენ ყველას გახსოვთ, უცხოური სპეცოპერაციის შედეგად, არაჟნის კონტეინერით ქვეყანაში შემოპარებული ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც საარჩევნო ღამეს შედეგის ამოსაყირავებლად და არჩევნების ჩასაშლელად თბილისში ფარულად ჩამოვიდა. სამართალდამცავი ორგანოების სიფხიზლემ და გუნდის სიმტკიცემ მაშინ ეს სცენარიც აღკვეთა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, 2022 წლის ადრეულ გაზაფხულზე რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და ვითარება სრულიად შეიცვალა.

„მსგავსი მოვლენა რომ მოსალოდნელი იყო, ეს თვეებით ადრეც ჩანდა და მმართველი გუნდი პროცესის ამგვარ განვითარებას მომზადებული შეხვდა. სწორედ ამიტომ, ჩვენ გამოვიჩინეთ ის სიმტკიცე და პრინციპულობა, რაც უკვე ვახსენე. მაშინ გამოჩნდა ყველაზე თვალნათლივ, რომ არსებობდა სხვაობა ჩვენს ეროვნულ ინტერესსა და სხვათა ინტერესს შორის, რომელსაც ურა-პატრიოტულმა მეხუთე კოლონამ უმალ აუბა მხარი. ჩვენ გვახსოვს ომის დაწყებისთანავე უკრაინელებზე მეტი უკრაინელები, მოხალისეთა თვითმფრინავებით გაგზავნის, იარაღის მიწოდების, სანქციების დაწესების მოწოდებები და სხვა ისეთი დესტრუქციული ქმედებები, რაც საქართველოს ომის ნაწილად აქცევდა.

ქვეყნის რყევა არ დასრულებულა არც მას შემდეგ ახალ-ახალი საბაბებით. მოსახლეობის მღელვარებას ხან კანდიდატის სტატუსით ცდილობდნენ, ხან მოლაპარაკების გახსნით, ხან „გამჭვირვალობის კანონით“ და ბოლოს რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებზე დაიწყეს ლაპარაკი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რეფერენდუმის გამოწვევა მიიღო.

„ჩვენ ვთქვით, რომ დღეს მსოფლიოში მთავარი გამოწვევა ომია, ხოლო განსაკუთრებული ძალისხმევის საგანი კი მშვიდობა. ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი განვლილი წლების მიღწევები, წარვადგინეთ მომავლის ხედვა, გეგმა და მისაღწევი მიზნები. ჩვენ გვენდნენ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის