შალვა პაპუაშვილი - მადლობა ჩვენს ამომრჩეველს და სრული გაკიცხვა იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ასე უდიერად და უპასუხისმგებლოდ მოექცნენ საკუთარ ამომრჩეველს

მადლობა ჩვენს ამომრჩეველს და სრული გაკიცხვა იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ასე უდიერად და უპასუხისმგებლოდ მოექცნენ საკუთარ ამომრჩეველს - ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც მოატყუეს, გამოიყენეს, სიმართლე სიცრუედ შეასაღეს, სამართლიანი არჩევნები კი გაყალბებულად და მათ გრძნობებზე ითამაშეს. ნაცვლად იმისა, რომ ისინი ღირსეულად წარმოადგენდნენ ამ დარბაზში საკუთარი ამომრჩევლის ინტერესებს, ისინი აგრძელებენ რყევას, ტყუილს და ქვეყნის მტრობას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა შალვა პაპუაშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს, რომ მათი [ოპოზიციის] ამომრჩეველიც საქართველოს მოქალაქეები არიან და ისინი უნდა დაიბრუნონ.

„ჩვენი წმინდა ვალია, რომ დავანახოთ სიმართლე, დავანახოთ რადიკალური პარტიების ირაციონალური, სიცრუეზე აგებული სახე და ჭეშმარიტების სახელით ტყუილის მონობისგან გავათავისუფლოთ. მათ უნდა ჰქონდეთ მოქმედების და არჩევანის თავისუფლება, საკანონმდებლო ორგანოში წარმოადგინონ პატრიოტმა და პასუხისმგებლობიანმა პარტიებმა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა