შალვა პაპუაშვილი - მინდა თქვენს წინაშე პირობა დავდო: საქართველოს პარლამენტი მოუსმენს ყველას, მაგრამ იმოქმედებს მხოლოდ ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების შესაბამისად

ჩვენი სამშობლო აგრძელებს 34 წლის წინ მოპოვებული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გზაზე სიარულს. წინა მოწვევის პარლამენტმა ყველას აჩვენა, რომ ჩვენი პატარა ერისთვის ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი წმინდა რამაა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა შალვა პაპუაშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მსოფლიოში არსებობენ ერები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ არათუ სახელმწიფოს, მამულის გარეშეც კი, მათ თავისი გადარჩენის ფორმულა ასეთ პირობებში გამოიმუშავეს, „ჩვენი ცხოვრების წესი და ბუნება კი სხვაა“.

„ჩვენი გადარჩენის ფორმულა ჩვენს თვითმყოფადობასა და სახელმწიფოებრიობაშია. ამიტომაც იყო, რომ მაშინაც კი, როდესაც უცხო მმართველობას გვახვევდნენ თავს, ქართველები ყოველთვის პოულობდნენ გზას, სივრცეებს, სფეროებს დამოუკიდებლობის მცირე კუნძულების შესაქმნელად. ეძებდნენ და პოულობდნენ იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენს სამიათასწლოვან გენეტიკურ მეხსიერებაში გვაქვს ის, რასაც ილია ჭავჭავაძემ 160 წლის წინ ჩვენი დამოუკიდებლობის მთავარი ფორმულის სახე მისცა: „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“.

ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნეს, იმისთვის რომ დავიცვათ ჩვენი სამი მთავარი საუნჯე - ჩვენი მამული, ჩვენი ენა და ჩვენი სარწმუნოება.

სამი წლის წინ, როდესაც საქართველოს პარლამენტმა თავმჯდომარედ ამირჩია, მე დავდე პირობა, რომ, თქვენთან ერთად, ვიდგებოდი საპარლამენტო სუვერენიტეტის სადარაჯოზე. მე-10 მოწვევის პარლამენტმა ეს განსაკუთრებით შეძლო.

ახლაც, მინდა თქვენს წინაშე და თქვენთან ერთად დავდო პირობა, რომ საქართველოს პარლამენტი მოუსმენს ყველას, მაგრამ იმოქმედებს მხოლოდ ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების შესაბამისად.

ეს იქნება ჩვენი გეგმაც და ჩვენი მიზანიც. ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს