საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობა და მეღვინეობის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის, სამეცნიერო-პრაქტიკული ტრენინგი გაიხსნა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამეცნიერო-პრაქტიკული ტრენინგი -„ვაზის სხვლა და ფორმირება“, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის - ENPARD IV- ის ფარგლებში,
FAO-ს საერთაშორისო კონსულტანტი მევენახეობის დარგში ხულიო პრიეტო დიასი ატარებს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანის, აკადემიკოს ედიშერ კვესიტაძის თქმით, ფაკულტეტი საერთაშორისო მოთხოვნათა შესაბამისადაა აღჭურვილი თანამედროვე სტანდარტების სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიებითა და აუდიტორიებით, სადაც ხორციელდება როგორც ქართულენოვანი, ასევე ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები. ბაკალავრიატის რვა პროგრამა კი სახელმწიფოს მხრიდან სრულადაა დაფინანსებული.
ფაკულტეტზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფრანგული უნივერსიტეტის René-1-ის (Universite de RENNES 1) მონაწილეობით, ხორციელდება ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამა.
როგორც ედიშერ კვესიტაძე აცხადებს, სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობა-ენოლოგიის ორდიპლომიანი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, ორი- ქართული და ფრანგული უნივერსიტეტების დიპლომი აიღონ. გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ფაკულტეტი ევროპის კონსორციუმის წევრია, რომლის შემადგენლობაშიც საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, ესპანეთის, პორტუგალიის, შვეიცარიისა და სხვა მევენახეობის ქვეყნები შედიან.
სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები სტუ-ში ერთწლიანი სწავლების შემდეგ, ერთი წლით კონსორციუმის წევრ ნებისმიერ უნივერსიტეტში გადაინაცვლებენ, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში ევროპული განათლება მიიღონ.
„FAO-ს საერთაშორისო კონსულტანტი მევენახეობის დარგში, ხულიო პრიეტო დიასი, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მევენახე ინჟინერია. პარალელურად, ის რამდენიმე წელია თანამშრომლობს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ტრენინგებისა და სხვადასხვა პროექტების მიმართულებით, სტუდენტებსა და დაინტერესებულ მევენახეებს უზიარებს ენოლოგიის მეცნიერების სიახლეებს, ვენახის მართვის საკითხებში თანამედროვე მიდგომებს, ახალ საინჟინრო და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს”, - აცხადებს ედიშერ კვესიტაძე.
სტუ-ის ინფორმაციით, სამეცნიერო-პრაქტიკული ტრენინგი - „ვაზის სხვლა და ფორმირება“, საგურამოში გაიმართება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"