მამუკა მდინარაძე - მე რომ ოპოზიციონერი ვიყო და ვიღაცა მეუბნებოდეს, 300 ათასი ხმა გაგიყალბესო, რა გამაჩერებდა სახლში?! აქ არ უნდა იყოს ახლა ყველა? რატომ არ არიან?

მე რომ ოპოზიციონერი ვიყო, ოპოზიციონერი აქტივისტი და ვიღაცა მეუბნებოდეს, რომ 300 ათასი ხმა გაგიყალბესო, რა გამაჩერებდა სახლში?! აქ არ უნდა იყოს ახლა ყველა? რატომ არა არიან? - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, იმის მტკიცებას, რომ 300 ათასი ხმა გაყალბდა „თავხედობის ხარისხი სჭირდება“.

„მაინტერესებს. რომელი ან ჟურნალისტი, ან ვინმე შემოვა პოლემიკაში, რომ, დიახ, თურმე ელექტრონულ არჩევნებში 300 ათასი ხმა გაყალბდა. რომელი შემოვა პოლემიკაში და რომელი დამისვამს ამაზე კითხვას, ძალიან მაინტერესებს. გაბედვა უნდა ამას. ამას სჭირდება თავხედობის ხარისხი. შუბლზე ძარღვის გაწყვეტა კი არ სჭირდება, შუბლზე ძარღვის არქონა სჭირდება ასეთი თავხედობების მტკიცებას. შესაბამისად, ქართველი ხალხი რატომ არ დგას დღეს გარეთ? რატომ არიან დაორგანიზებული ერთეული ადამიანები? იმიტომ, რომ ასეთ რაღაცას არავინ იჯერებს.

მე რომ ოპოზიციონერი ვიყო, ოპოზიციონერი აქტივისტი და ვიღაცა მეუბნებოდეს, რომ 300 ათასი ხმა გაგიყალბესო, რა გამაჩერებდა სახლში?! აქ არ უნდა იყოს ახლა ყველა? რატომ არ არიან? რამდენიმე ასეული ადამიანი რატომაა აქ, ვერ ვხვდები?! წარმოიდგინეთ, თქვენ რომ იყოთ ოპოზიციონერი აქტივისტი და ვიღაცამ დაგაჯეროთ, 300 ათასი ხმა გაგიყალბეს ელექტრონულ არჩევნებშიო, ფოკუსი ჩაგიტარესო, არაბუნებრივი, ეშმაკი ჩასვეს აპარატშიო... ეს რომ გაკადრეს, უნდა გამოხვიდე გარეთ! რატომ არ არიან ეს ადამიანები, ვერ ვხვდები?! გაოგნებული ვარ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა