მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტის კანდიდატურა შერჩეული გვყავს - რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, გამორიცხულია

დიახ შერჩეული გვყავს - სადღეგრძელოს არ ვამბობ, სულით და გულით ქართველი უნდა იყოს და უნდა იყოს ისეთი ადამიანი, ვინც ამას არასდროს არ გადაუხვევს, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საქართველოს პრეზიდენტის კანდიდატურაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გამორიცხულია, რომ საქართველოს პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი იყოს.

მდინარაძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ გუნდი 99 %-ით არის ჩამოყალიბებული კანდიდატურაზე.

„ისეთი კითხვა დამისვით, ძალიან დიდი ხანი ბევრს რომ ვმსჯელობდით ჩვენს გუნდში. ლიდერებთან ეს დიდი ბჭობისა და განხილვის საგანი იყო, როგორი უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი. ბატონი ბიძინადან დაწყებული დამთავრებული „ქართული ოცნების“ რიგით ჯარისკაცამდე [ფიქრობს, რომ] პირველი ნიშა, რაც უნდა იყოს - უნდა იყოს ეროვნული, ქართველი. არ ვგულისხმობ გენეტიკას, ქართველი უნდა იყოს სულით და გულით. თუკი ზედმეტ პათეტიკაში და გადაჭარბებაში არ ჩამითვლით. სადღეგრძელოს არ ვამბობ, სულით და გულით ქართველი უნდა იყოს და უნდა იყოს ისეთი ადამიანი, ვინც ამას არასდროს არ გადაუხვევს. თუ ამას არ გადაუხვევს, შემდეგ ყველაფერი კარგად ლაგდება ხოლმე, თუ შენ შენი სამშობლო გიყვარს და სულით და გულით ქართველი ხარ, მთავარ პრინციპებს არ გადაუხვევ, არ მოემსახურები სხვა ქვეყანას, არ გახდები ვიღაცის წარმომადგენელი.

ამის შემდეგ ბევრი თვისებაა საჭირო, მაგრამ პირველი ეს უნდა იყოს. ჩვენ ამის მიხედვით ვარჩევთ ჩვენს კანდიდატს“, - განაცხადა მდინარაძემ.

დამაზუსტებელ კითხვაზე, ჰყავთ თუ არა კანდიდატი შერჩეული მდინარაძემ აღნიშნა: „დიახ შერჩეული გვყავს. შეგვიძლია თქვათ, რომ 99%-ით ჩამოყალიბებულები ვართ.“

კითხვაზე, „გამორიცხულია, რომ ბიძინა ივანიშვილი იყოს საქართველოს პრეზიდენტი, მდინარაძემ უპასუხა, რომ „დიახ, გამორიცხულია“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს