მამუკა მდინარაძე განმარტავს, რატომ არ შევიდნენ „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნებაში“

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნებაში“ საკუთარი სურვილით არ შევიდნენ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შესაძლოა, უმრავლესობამ პოლიტიკური ჯგუფების შექმნის წესში ცვლილებები „ხალხის ძალის“ თხოვნით კვლავ შეიტანოს, რათა დეპუტატებმა მუშაობა პოლიტიკური ჯგუფის სახელით დაიწყონ.

„ხალხის ძალის“ ყველა წარმომადგენელმა გადაწყვიტა პარლამენტში ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“არ შემოსულიყვნენ. მათ ბევრი არგუმენტი ჰქონდათ. ერთ-ერთი არგუმენტი ისაა, რომ ისინი წარმოადგენენ ცალკე პარტიას. კი ბატონო „ქართული ოცნების“ სიით გავიდნენ იმიტომ, რომ კანონიც ამას გვავალდებულებდა, სხვაგვარი შესაძლებლობაც არ იყო, მაგრამ ისინი არიან ცალკე, სხვა პარტიის წარმომადგენლები. ისინი არიან უმრავლესობის წევრები, მაგრამ გამოთქვეს აზრი, რომ არ შემოვიდნენ ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“. ფრაქცია ესაა პარტიის გარკვეული წარმომადგენლობა პარლამენტში. ამბობენ, ჩვენ ვართ პარტია „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები და არა „ქართული ოცნებისო“. მათ ასე გადაწყვიტეს. ისინი მხარს უჭერენ მთავრობის იმ შემადგენლობას, რომელიც ცნობილია. შესაბამისად, ისინი წარმოადგენენ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობას.

ამასთან, ისინი იმდენად ცდილობენ, რომ ცალკე იყვნენ როგორც ცალკე პარტიის წარმომადგენლები, როგორც წინა პარლამენტში იყო, ისინი ითხოვენ ჩვენგან ცვლილებებს პოლიტიკური ჯგუფის შესაქმნელად. ისინი ითხოვენ ჩვენგან მხარდაჭერას, რომ პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა მიეცეთ. ამაზე ვიმსჯელებთ და გადაწყვეტილებას მივიღებთ. მათ ცალკე ფრაქციის გაკეთება არ შეუძლიათ იმიტომ, რომ ჩვენი სიით არიან შემოსულები“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე