მამუკა მდინარაძე - ამხელა სანერვიულო თუ შემხვდებოდა დღეს, ვერ წარმოვიდგენდი -  როგორც ჩანს, „ტოპ ტვინების“ გადაწყვეტილებაა, მანდატის შეწყვეტაზე პირველი გიორგი ვაშაძემ გამოაგზავნოსო

ამხელა სანერვიულო თუ შემხვდებოდა დღეს ვერ წარმოვიდგენდი. როგორც ჩანს, „ტოპ ტვინების“ გადაწყვეტილებაა, პირველი გიორგი ვაშაძემ გამოაგზავნოსო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტს ოფიციალურად მიმართა, რომ მისი სადეპუტატო მანდატი შეუწყვიტონ.

აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ვაშაძემ ინდივიდუალურად მიმართა პარლამენტს მანდატის შეჩერებაზე. როგორც მდინარაძემ განმარტა, „ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობაში“ პიროვნულ დონეზე არეულობა აქვთ.

„ამხელა სანერვიულო თუ შემხვდებოდა დღეს ვერ წარმოვიდგენდი. როგორც ჩანს, „ტოპ ტვინების“ გადაწყვეტილებაა, პირველი გიორგი ვაშაძემ გამოაგზავნოსო. მეც კი გამჩენია შეგრძნება, რომ რაღაც არეულობაა. პიროვნულ დონეზე მათ არეულობა აქვთ. საცერივით არის მათი ინფორმაციები, გაჟონვა-გამოჟონვა სადმე თუ ხდება, მათ გუნდში ხდება. ამ გაჟონილი ინფორმაციის საფუძველზე შემიძლია გითხრათ, რომ პიროვნულ დონეზე, შესაძლოა ზედმეტიც არ იყოს რომ ვერ იტანენ ერთმანეთს, დიდი განხეთქილება აქვთ.

არ დაიჯეროთ, მათ დამოუკიდებელი მოქმედების საშუალება ელემენტარულ დონეზე არ აქვთ. ერთი დაწესებულებიდან მეორეში ისე ვერ გადავლენ, პატრონებს რომ არ შეეკითხონ. მეცოდებიან, ასეთი თავისუფლების შეზღუდვა, რაც მათ აქვთ, ერთადერთია, რამაც შესაძლოა ეს ხალხი შეგაცოდოს. ხაზარაძე და გახარია 9-ჯერ გამოვიდნენ სალომე ზურაბიშვილისგან, რათა შეკითხოდნენ პატრონებს: „რა ვქნა“, „რა ვუპასუხო“, „თქვენი როგორ ამბობს“...გახსოვთ, 2 დღეში რამდენჯერ შევიდნენ და გამოვიდნენ? რაში სჭირდებოდათ...ჩვენ ხომ პიარს გვიგორებდნენ ივანიშვილს ეკითხებიან ყველაფერსო, რა თქმა უნდა, უპირატესად ვითვალისწინებთ, გასაგებია მისი ინტელექტუალური შესაძლებლობების ხარისხი. გამოვდიოდი და ასე ვრეკავდი?! 9-ჯერ გამოვიდნენ დღე-ნახევარში სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრიდან, იქიდან დაერეკათ, ერთი პატრონის ქვეშ არ იყვნენ? არავითარი დამოუკიდებელი მოქმედების საშუალება არ აქვთ“,- აღნიშნა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტს საკუთარი მანდატის გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო