ელენე ხოშტარია - ჩვენი წარმომადგენელი იმყოფება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და მიმართავს ცესკოს, რომ ჩვენ ვხსნით სიას

პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სიების ჩახსნის მოთხოვნით, განცხადებით მიმართავს.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, პარტიაში არ არსებობს ადამიანი, რომელიც „ამ პარლამენტში შედგამს ფეხს“.

„ის შეკრება, რომელიც ჩატარდა დღეს პარლამენტის შენობაში, არანაირ კავშირში არ არის საქართველოს ხელისუფლებასთან, იმიტომ, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი. ამას არეგულირებს კონსტიტუცია და არჩევნები, რომელიც იყო აბსოლუტურად გათელილი და ხალხის ნების საწინააღმდეგო. შესაბამისად, რამდენჯერაც არ უნდა შეიკრიბონ, ეს შეკრება ვერ იქნება აღიარებული ძალაუფლებად.

ამ კონკრეტულ მომენტში მინდა განვაცხადო ფორმალურად, „კოალიცია ცვლილებისთვის“ სახელით, რომ ამ წუთებში ჩვენი წარმომადგენელი იმყოფება ცესკოში და საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, მიმართავს ცესკოს, რომ ჩვენ ვხსნით ჩვენ სიას, არ ვაღიარებთ არჩევნებს, არ ვაპირებთ ამ პარლამენტთან არანაირ კავშირს და ფეხს არავინ ჩვენგან არ შედგამს ამ პარლამენტში“, - განაცხადა ხოშტარიამ.

ამასთან, როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განმარტა, პროცედურულად ჯერ სიები უნდა ჩაიხსნას და ამის შემდეგ წერს ყველა ინდივიდუალურ განცხადებას დეპუტატის მანდატის დატოვებაზე.

„პროცედურულად ჯერ არის სიების ჩახსნა, რაზეც განცხადება წესით შესული უნდა იყოს უკვე ცესკოში. ამის შემდეგ იწერება ინდივიდუალური განცხადებები მათთვის, ვისთვისაც ესენი გამოწერენ მანდატებს. პროცედურა ასეთია, ჯერ სია იხსნება და შემდეგ ყველა ინდივიდუალურად წერს განცხადებას“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო