თენგო თევზაძე - ცესკო-ს მოვუწოდებთ, უახლოეს პერიოდში - ხვალ, ჩახსნან ჩვენი პარტიული სია, რათა შემდგომ მივმართოთ ე.წ. პარლამენტს

ცესკო-ს მოვუწოდებთ, უახლოეს პერიოდში - ხვალ, ჩახსნან ჩვენი პარტიული სია, რათა შემდგომ მივმართოთ ე.წ. საქართველოს პარლამენტს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა თენგო თევზაძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მისვლისას განაცხადა, სადაც მან ცესკო-ს მიმართა განცხადებით, რომ კოალიციის პარტიული სია ჩახსნას.

როგორც თევზაძემ განაცხადა, „კოალიცია ცვლილებისთვის” არ აპირებს ითანამშრომლოს XI მოწვევის პარლამენტთან

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციურ გადატრიალება მოახდინა.

„კოალიცია ცვლილებისთვის” არის პოლიტიკური პარტია, რომელიც არის პოლიტიკური პასუხისმგებლობით სავსე. ჩვენ ჩვენს სიტყვას ვასრულებთ და ვხსნით სიას. პროცედურულად სიის ჩახსნა გულისხმობს შემდეგს: ის ადამიანები, რომლებმაც დღეს ე.წ. პარლამენტისგან უფლებამოსილება არ მიიღეს, უარს ამბობენ მანდატზე, თუნდაც მონაცვლეობის პრინციპით. როდესაც ცესკო-ს თავმჯდომარე პარტიულ სიას ჩაგვიხსნის, ამავდროულად, მივმართავთ პარლამენტს მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით. ეს პროცედურა უნდა მოხდეს უახლოეს დღეებში, რადგან ცესკოს 3 დღის ვადა აქვს. ცესკო-ს მოვუწოდებთ უახლოეს პერიოდში - ხვალ, ჩახსნან ჩვენი პარტიული სია, რათა შემდგომ მივმართოთ ე.წ. პარლამენტს. სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტისთვის, რომლის უფლებამოსილებას არ ვცნობთ, გვიწევს მიმართვა.

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ არის პასუხისმგებლობიანი და სიტყვის შემსრულებელი პოლიტიკური კოალიცია და პარტია. ჩვენ არ ვაპირებთ თანამშრომლობაში შევიდეთ იმ ხელისუფლებასთან, რომელმაც მიიტაცა კონსტიტუციური უფლებამოსილება და ქართველი ხალხის არჩევანი. ჩვენ ვხედავთ კონსტიტუციურ გადატრიალებას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა“,- განაცხადა თენგო თევზაძემ „ტვ პირველთან“.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს