დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ ყველა პროდუქტზე 25%-იანი ტარიფი დაწესდება, ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე კი - 10%-იანი

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ ყველა პროდუქტზე 25%-იანი ტარიფი დაწესდება, ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე კი - 10%-იანი ტარიფი, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„20 იანვარს ხელს მოვაწერ აღმასრულებელ ბრძანებას, ყველა საჭირო დოკუმენტს, რათა დავაკისრო მექსიკასა და კანადას 25%-იანი ტარიფი ყველა პროდუქტზე, რომელიც შემოდის შეერთებულ შტატებში“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, ტარიფები დარჩება მანამ, სანამ აღნიშნული ორი ქვეყანა არ შეზღუდავს ნარკოტიკებს, განსაკუთრებით ფენტანილს და მიგრანტებს, რომლებიც საზღვარს უკანონოდ კვეთენ.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ დამატებით 10%-იანი ტარიფი დაეკისრება ჩინეთს, სანამ მისი მთავრობა ქვეყნიდან სინთეზური ოპიოიდური ფენტანილის კონტრაბანდას არ დაბლოკავს.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში