გერმანია უკრაინას IRIS-T-ის ტიპის კიდევ ორ საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს

უკრაინა გერმანიიდან 2024 წლის ბოლომდე ორ, მოკლე და საშუალო მანძილზე მოქმედ საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T-ს მიიღებს, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტროსთან არსებული უკრაინის საკითხებზე მომუშავე ცენტრის ხელმძღვანელმა, კრისტიან ფროიდინგმა კიევში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო დღეებში გერმანიამ უკრაინას გადასცა საარტილერიო ჰაუბიცები, ტანკები, მარდერის ქვეითი საბრძოლო მანქანები და ასევე დაიწყო დრონების პროგრამა.

„შემდეგი IRIS-T SLM (საშუალო დიაპაზონის) და SLS (მოკლე დიაპაზონის) სისტემები უკრაინაში მომდევნო დღეებსა და კვირებში, შობამდე უნდა ჩამოვიდეს, მაგრამ ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება შობის შემდეგაც, 1-ელი იანვრის შემდეგაც, 21 იანვრის შემდეგაც და 23 თებერვლის - ფედერალური არჩევნების შემოთავაზებული თარიღის - შემდეგაც,” - განაცხადა გერმანელმა გენერალ-მაიორმა.

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სექტემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ გერმანიამ უკრაინისთვის 17 ერთეული IRIS-T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა შეუკვეთა. საუბარია საშუალო მანძილზე მოქმედ 8 სისტემაზე და მცირე მანძილზე მოქმედ 9 სისტემაზე.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა