Bloomberg - ბრიტანეთმა უკრაინას Storm Shadows ათობით რაკეტა ფარულად მიაწოდა

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ უკრაინას კიდევ ათობით Storm Shadow-ს ფრთოსანი რაკეტა გაუგზავნა, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მიწოდება, რომელიც საჯაროდ არ გამოცხადებულა, რამდენიმე კვირის წინ განხორციელდა. Bloomberg-ის წყაროებმა რაკეტების უკრაინაში ჩასვლის ზუსტი დრო და მათი რაოდენობა არ დააკონკრეტეს, თუმცა განაცხადეს, რომ რაკეტები იქამდე გაიგზავნა, სანამ შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე დარტყმის ნებართვის გაცემის გადაწყვეტილება მიიღეს.

Bloomberg-ი წერს, რომ ეს იყო უკრაინისთვის Storm Shadow-ს რაკეტების პირველი მიწოდება მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი გახდა, რომელიც უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში შემდგომ მხარდაჭერას დაჰპირდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება