შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რატომ უნდა ჩატარდეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის ბოლომდე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რატომ უნდა ჩატარდეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის ბოლომდე.

როგორც პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, იმისთვის, რომ პრეზიდენტი 5 წლის ვადით იყოს არჩეული, მნიშვნელოვანია, რომ როგორც არჩევნები, ისე ინაუგურაცია წელსვე გაიმართოს, რადგან, სხვა შემთხვევაში მისი ვადა ფაქტობრივად, 6 წელი გამოვა.

„საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლით, საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა 5 წლის ვადით. ბოლო არჩევნები 2018 წელს ჩატარდა. მაშინ, გარდამავალი დებულებების შესაბამისად, პრეზიდენტი 6 წლის ვადით აირჩა იმისთვის, რომ პარლამენტის არჩევნების შედეგად [რომელიც ახლა ჩატარდა] დაკომპლექტებულ საარჩევნო კოლეგიას აერჩია შემდეგი პრეზიდენტი. შესაბამისად, ეს არჩევნებიც ჩატარდა, მოქმედ პრეზიდენტს 6 წლის უფლებამოსილების ვადა გასდის 16 დეკემბერს. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, როდესაც ემთხვევა საპარლამენტო არჩევნები პრეზიდენტის არჩევნებს, ამ შემთხვევაში მაქსიმუმ 45 დღეში უნდა ჩატარდეს პრეზიდენტის არჩევნები. ამასთან, იმისთვის, რომ პრეზიდენტი არჩეული იქნას 5 წლის ვადით, მნიშვნელოვანია, რომ წელსვე, როგორც არჩევნები, ისე ინაუგურაცია ჩატარდეს. სხვა შემთხვევაში არ შესრულდებოდა კონსტიტუციის განაწესი 5-წლიან ვადასთან დაკავშირებით და ფაქტობრივად, გვეყოლება 6 წლით არჩეული პრეზიდენტი. ამიტომ შემოვდივარ წინადადებით, რაც პრეზიდენტის არჩევის თარიღს ეხება და შევიტანთ დღის წესრიგში და დავამტკიცებთ სესიის ფარგლებში, რომ პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ჩატარდეს 2024 წლის 14 დეკემბერს. ინაუგურაცია ჩატარდება მესამე კვირა დღეს, ანუ 2024 წლის 29 დეკემბერს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე