ალეკო ელისაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა გუშინ პარლამენტის დარბაზში თავისი მოსიარულე სათამაშოები შეაგროვა, ზოგი ხელზე ეამბორებოდა, ზოგი ყურის ბიბილოზე - ჩვენ ამ მაიმუნობაში მონაწილეობას არ ვაპირებთ

ბიძინა ივანიშვილმა გუშინ პარლამენტის დარბაზში თავისი მოსიარულე სათამაშოები შეაგროვა, ზოგი ხელზე ეამბორებოდა, ზოგი ყურის ბიბილოზე - ჩვენ ამ მაიმუნობაში მონაწილეობას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ძლიერი საქართველო“ პარლამენტში შესვლაზე უარის თქმის დასტურად, „სიებს ხსნის“.

„ჩვენ, კოალიცია „ძლიერი საქართველო“ არ ვაპირებთ იმ მაიმუნობაში მონაწილეობას, რაც გუშინ ვიხილეთ. პარლამენტის დარბაზში ჩვენ ვნახეთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი მოსიარულე სათამაშოები შეაგროვა, ზოგი ხელზე ეამბორებოდა, ზოგი ყურის ბიბილოზე და ზოგი რა ვიცი, ღმერთმა ხელი მოუმართოთ, სადაც უნდათ, კოცნონ ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ჩვენ ამაში მონაწილეობას არ ვაპირებთ და ჩვენგან, ოპოზიციისგან რაც იყო ყველაზე მთავარი, ის გავაკეთეთ და იმას ვაკეთებთ. ჩვენ უარს ვამბობთ იმ პარლამენტში მონაწილეობაზე და ამის დასტურად ვხსნით სიებს. ეს იყო მნიშვნელოვანი ამბავი. ეს გადაწყვეტილება ჩვენ 26 ოქტომბრის საღამოდან მიღებული გვაქვს, უბრალოდ. ველოდებოდით იმ მომენტს, რომ სამართლებრივად გამართული ყოფილიყო ეს გადაწყვეტილება და ახლა სამართლებრივად გამართულ გადაწყვეტილებას გეუბნებით.

ჩვენ წინ გველის ხანგრძლივი, მომქანცველი ბრძოლა, რომელშიც ვართ შესულები და რომელშიც აუცილებლად გავიმარჯვებთ. იქნება ამ არჩევნების გამოძიებაც, იქნება ახალი, პატიოსანი არჩევნებიც ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში,“ - განაცხადა ელისაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ