დიმიტრი მედვედევი - უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემა რუსეთის ფედერაციაზე თავდასხმის ტოლფასი იქნება

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის განახლებული ბირთვული დოქტრინის დებულებების შესაბამისად, უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემა რუსეთის ფედერაციაზე განხორციელებული თავდასხმის ტოლფასი იქნება. მედვედევმა შესაბამისი განცხადება „ტელეგრამ“ არხზე გაავრცელა.

„კიევის რეჟიმისთვის ბირთვული იარაღის გადაცემის საფრთხე შეიძლება ჩაითვალოს რუსეთთან ბირთვული კონფლიქტისთვის მომზადებად. ბირთვული შეკავების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების მე-19 პუნქტის შესაბამისად, ასეთი იარაღის ფაქტობრივი გადაცემა შეიძლება გაიგივდეს ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმის აქტთთან“, - აღნიშნა მედვედევმა.

გასულ კვირას New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზოგიერთი დასავლელი ოფიციალური პირის ვარაუდით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, შესაძლოა, უკრაინას ბირთვული იარაღის გადასცეს, თუმცა არსებობს შიში, რომ ასეთ ნაბიჯს სერიოზული შედეგები მოჰყვება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე