კახა კალაძე - რატომ უნდა დამიწესონ სანქციები? არჩევნების რომელ გაყალბებაზე საუბრობთ? - ეს არის სიცრუე და ცილისწამება

სანქციები რატომ უნდა დამიწესონ? ლეგიტიმაციას ქართველი ხალხი იძლევა, ეს კარგად უნდა შეიგნოთ და შევიდეს თქვენს ტვინებში, თუ ტვინები გაქვთ - ჩვენ ასეთი რეზოლუციები ბევრი გვინახავს და ძალიან კარგად ვიცით, როგორ ხდება ასეთი რეზოლუციების მიღება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, ევროპარლამენტში დარეგისტრირებულ 2 რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, კონკრეტულ ადამიანებს სხვადასხვა რეზოლუციის მიღებისთვის გარკვეულ თანხას უხდიდნენ, რის გამოც მოსახლეობას უსამართლობის განცდა უჩნდებოდა.

„ბევრჯერ გვინახავს რეზოლუციები, რომლებიც გაჯერებული იყო სიცრუით, არასწორი ინფორმაციით, სიძულვილით, თუმცა საბოლოოდ ირკვეოდა, საიდან მოდიოდა ეს ყველაფერი - კონკრეტულ ადამიანებს უხდიდნენ თანხას და ლობიზმში ფულს აკეთებდნენ. ასე ხდებოდა რეზოლუციების მიღება, რაც ძალიან მძიმეა. როდესაც ამ ყველაფერს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ხედავს, რა თქმა უნდა, უსამართლობის განცდა უჩნდებათ. რაც შეეხება არჩევნებს, 2012 წლიდან ვარ ჩართული პროცესებში და ასეთი მშვიდი, თავისუფალი არჩევნები არ მახსოვს. სხვათა შორის, ეუთო/ოდირ-ის შუალედური და საბოლოო დასკვნა მიუთითებდა იმაზე, რომ არჩვენები იყო მრავალპარტიული და მოსახლეობას ჰქონდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. საუბარი იყო, რომ არჩევნები თითქოს გაყალბდა, რაც წარმოუდგენელი და აბსურდია. როგორც კი დაინახეს, რომ ვერ გაიმარჯვა იმ პოლიტიკურმა დაჯგუფებამ, რომელიც მათ წარმოადგენდა, მაშინვე დაიწყეს აღნიშნული არჩევნების „გაშავება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ფინანსური სანქციების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, თბილისის მერი პასუხობს, რომ საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა და მსგავსი ინფორმაცია სიცრუეზეა დაფუძნებული.

„რატომ უნდა დამიწესონ სანქციები? არჩევნების რომელ გაყალბებაზე საუბრობთ? ეს არის სიცრუე, ტყუილი, ცილისწამება. ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას, ხართ სიცრუის პროპაგანდისტები. 700 ათასზე მეტი ხმით მოიგო „ქართულმა ოცნებამ“. ლეგიტიმაციას იძლევა ქართველი ხალხი. მადლობა იმ ადამიანებს, ოჯახებს, ვინც გამოვიდა და დადგა იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, მის მომავალს; ხმა მისცა ქვეყანაში სიმშვიდეს, მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას, ევროინტეგრაციას. 1 120 000-მა ადამიანმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, ეს არის ლეგიტიმაცია. ისეთი რეზოლუციები, განცხადებები ბევრი გვინახავს, რომლებიც ტყუილზეა დაფუძნებული, გაჯერებულია ცრუ ინფორმაციებით. ძალიან კარგად ვიცით, როგორ ხდება მსგავსი რეზოლუციების მიღება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ ორი რეზოლუცია დარეგისტრირდა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა