დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - დიდი ბრიტანეთი უკრაინაში ჯარისკაცებს არ გაგზავნის, მაგრამ წვრთნებითა და სამხედრო დახმარებით ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას ვაგრძელებთ

დიდი ბრიტანეთი უკრაინაში ჯარისკაცებს არ გაგზავნის, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ იტალიაში, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„უკრაინაში დიდი ბრიტანეთის ჯარებს არ ვგზავნით, მაგრამ ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას წვრთნებითა და სამხედრო დახმარებით ვაგრძელებთ და ჩვენ აბსოლუტურად მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ამას იქამდე გავაგრძელებთ, სანამ ეს აუცილებელი და საჭირო იქნება“, - განაცხადა დევიდ ლემიმ.

მისივე თქმით, „ეს ნამდვილად დიდი ბრიტანეთის პოზიციაა და ამ დროისთვის ასე რჩება“.

ცნობისთვის, მანამდე, ფრანგულმა გამოცემა Le Monde-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინაში ჯარისკაცების ან კერძო სამხედრო კონტრაქტორების განთავსებას განიხილავდნენ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა