აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩიეს

აჭარის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე უმაღლესი საბჭოს კომიტეტების წევრთა რაოდენობის განსაზღვრისა და კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების შესახებ იმსჯელეს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, დადგენილების შესაბამისი პროექტი, სამანდატო კომისიის თავმჯდომარემ, ტიტე აროშიძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, კომიტეტებში წევრთა რაოდენობა 6-ით განისაზღვრა. აქედან, 4 კვოტა გადანაწილდა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე, 2 კი უმაღლესი საბჭოს იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებზე.

დადგენილების პროექტის დამტკიცების შემდეგ, ღია კენჭისყრით, აირჩიეს კომიტეტების თავმჯდომარეები:

აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტს - ფრიდონ ფუტკარაძე, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტს - ცოტნე ანანიძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტს - დავით ბაციკაძე, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს - ტიტე აროშიძე, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტს - მარინე გვიანიძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს - ვახტანგ ბერიძე უხელმძღვანელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!