ვახტანგ გომელაური - პოლიციის მიერ არაადეკვატური ქმედებები გამოყენებული არ ყოფილა - როცა პოლიციელს ხელკეტს ურტყამ, შემდეგ არ ემორჩილები, რომ დაგაკავონ, როცა ეჭიდავები და დავარდები ძირს, ან ხელს იტკენ, ან გაიკაწრავ

პოლიციის მხრიდან არაადეკვატური ქმედებები გამოყენებული არ ყოფილა - რა თქმა უნდა, დაკავების დროს დაზიანდა რამდენიმე ადამიანი, როდესაც პოლიციელს ხელკეტს ურტყამ და შემდეგ არ ემორჩილები, რომ დაგაკავონ და გადაგიყვანონ პოლიციის შენობაში, იქ რომ ეჭიდავები და დავარდები ძირს, ან ხელს იტკენ, ან გაიკაწრავ, ან გაიფხაჭნი და მერე ამბობ, ნახე, პოლიციელმა რა მიყო, თითი დამიბუჟდა... - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა აქციებზე გამოყენებული საპოლიციო ზომების შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც პროტესტის მონაწილეებს ადგილი არ ყოფნით, შსს მათთვის გზასაც კეტავს, თუმცა 20 ადამიანს უფლებას ვერ მისცემენ მოძრაობა შეაფერხონ.

„არაადეკვატური ქმედებები გამოყენებული პოლიციის მხრიდან არ ყოფილა. რა თქმა უნდა, დაკავების დროს დაზიანდა რამდენიმე ადამიანი, ეს დავაფიქსირეთ კიდეც. როდესაც პოლიციელს ხელკეტს ურტყამ და შემდეგ არ ემორჩილები, რომ დაგაკავონ და გადაგიყვანონ პოლიციის შენობაში, იქ რომ ეჭიდავები და დავარდები ძირს, ან ხელს იტკენ, ან გაიკაწრავ, ან გაიფხაჭნი და მერე ამბობ, ნახე პოლიციელმა რა მიყო, თითი დამიბუჟდა... რა თქმა უნდა, პროვოკაციები იყო. თუნდაც გუშინდელი დღე - ძალიან სიწყნარე იყო, არავინ არაფერს არ აკეთებდა, იდგა 200 თუ 300 ადამიანი და ბოლოს დაიწყო სხდომა და ახალგაზრდებს მოუწოდეს, მივიდნენ რკინის ღობესთან და აბრახუნებდნენ, ესროდნენ მერე ასაფეთქებელ „ხლაპუშკებს“, აფეთქებდნენ ეზოში, რაც არ შეიძლება და ამაზე მოუწოდეს კიდეც. დაისჯებიან აუცილებლად, ვინც იყვნენ იქ, იდენტიფიცირება მოხდება და ყველა დაისჯება იმ კუთხით, რომ ადმინისტრაციული ჯარიმები ყველას გამოეწერება, სასამართლო როგორც გადაწყვეტს, ეს ჯარიმა რაც იქნება. იყო პროვოკაცია პოლიციასთან, ქვების სროლაც იყო, ბოთლების სროლაც იყო, რომ გამოეწვიათ“, - განაცხადა გომელაურმა.

ამასთან, მისი თქმით, თსუ-ს ეზოში სპეცდანიშნულების რაზმი არ ყოფილა.

„იყვნენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, ცეცხლი რომ წაუკიდეს, რომ ენახათ, სად იყო ცეცხლი, შენობასთან იყო მიბმული თუ გარეთ იყო. პირიქით, პირველ დღეს ვაცადეთ, თქვეს, რომ მეორე დღეს დავიშლებითო და მერე რომ დარჩა 100-120 ადამიანი, ელემენტარულად ამხელა ქუჩის გადაკეტვის უფლება არ აქვთ არანაირი. თუ ვერ ეტევიან, კი ბატონო, ჩვენ ვუკეტავთ ხოლმე რუსთაველს პარლამენტის წინ, მაგრამ როცა 20 კაცია და გზას კეტავენ, ეს ისჯება ჩვეულებრივად და რა თქმა უნდა, არ მივცემთ უფლებას, რომ ეს გააკეთონ.“- განაცხადა გომელაურმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა