„ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიების ჩახსნის მოთხოვნით ცესკო-ში განცხადება შეიტანა

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცესკო-ში წარადგინა განცხადება, რითაც პარლამენტში სიის ჩახსნას ითხოვენ. როგორც სოფო ჯაფარიძემ აღნიშნა, ახლა ელოდებიან „რუსულ სპეცოპერაციაში ერთ-ერთ მთავარ მონაწილეს, გიორგი კალანდარიშვილს“, რათა დააკმაყოფილოს კოალიციის განაცხადი.

„მოვიტანეთ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ სახელით განცხადება თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ხელმოწერით, კანონით დადგენილი წესით, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციას სთხოვს, რომ ჩაიხსნას „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო სია, ვინაიდან ჩვენ არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს და ველოდებით მათი მხრიდან დაკმაყოფილებას ჩვენი განცხადების. სამი დღის ვადაში ველოდებით, რომ რუსულ სპეცოპერაციაში ერთ-ერთმა მთავარმა მონაწილემ, გიორგი კალანდარიშვილმა დააკმაყოფილოს ჩვენი განცხადება კანონით დადგენილი წესით, შემდგომ ყველა ნაბიჯს და კანონით დადგენილ წესს გამოვიყენებთ, რომ ამ პარლამენტს არ ჰქონდეს ლეგიტიმაცია. ამ პარლამენტს არ აღიარებს არავინ, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, ეს არის თვითმარქვია პარლამენტი და თვითმარქვია ხელისუფლება.“- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო