მაკა ბოჭორიშვილი - განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში საქართველოს აქტიურ მონაწილეობას და ქვეყნის ეროვნული ინტერესების განხორციელებას

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში საქართველოს აქტიურ მონაწილეობას და ქვეყნის ეროვნული ინტერესების განხორციელებას და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე მდგარი გამოწვევების საპასუხო ძალისხმევაში წვლილის შეტანას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობა მაქსიმალურად იქნება მიმართული სხვადასხვა სფეროში საქართველოში გატარებული და მიმდინარე რეფორმების წარმოსაჩენად.

„საქართველოს აქვს თვალსაჩინო მიღწევები ბევრი მიმართულებით. ამას ადასტურებს სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგი. მაქსიმალურად უნდა მოხდეს ქვეყნის დადებითი იმიჯის განსამტკიცებლად სათანადო პოზიციონირება. რა თქმა უნდა, ასევე უნდა გავაგრძელოთ მუშაობა რეიტინგების გაუმჯობესების მიზნით,“ - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

მინისტრობის კანდიდატის განმარტებით, საქართველო უმასპინძლებს და მონაწილეობას მიიღებს მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებში, „გაგრძელდება აქტიური მუშაობა საქართველოს, როგორც უძველესი ცივილიზაციის, მდიდარი ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყნის, საერთაშორისო ცნობადობის ამაღლების ხელშესაწყობად“.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს