მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მთავრობისთვის პრიორიტეტული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება და ახალი ფორმატების ათვისება

საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის გათვალისწინებით, განსაკუთრებით პრიორიტეტული იქნება ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება, სტრატეგიული პარტნიორობის არსებული ფორმატების მაქსიმალურად გამოყენება, ჩვენ გავაგრძელებთ ახალი პლატფორმების ჩამოყალიბებასაც,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-თან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, ქარტიით გათვალისწინებული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით.

„საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის გათვალისწინებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება და განსაკუთრებით პრიორიტეტული იქნება ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობის არსებული ფორმატების მაქსიმალურად გამოყენება, თუმცა, ჩვენ გავაგრძელებთ ახალი პლატფორმების ჩამოყალიბებასაც, ხელს შევუწყობთ რეგულარული კონსულტაციების, პოლიტიკური კონსულტაციების წარმოებას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან.

საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-თან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით. ჩვენი ამოცანაა, მიღწეულ იქნეს აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა, რაც მოიაზრებს მხარეთა ინტერესებით გათვალისწინებით, თანასწორ, სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული ურთიერთობების აღდგენას, ყველა მიმართულებით თანამშრომლობის სრული მოცულობით განახლებასა და განვითარებას“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას, მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან სტრატეგიული ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობებზეც.

მისივე თქმით, გაგრძელდება თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკური და სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების გასაღრმავებლად და არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოსაყენებლად.

„გაგრძელდება მუშაობა საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დაკავშირებადობის სტრატეგიის და გეგმის მნიშვნელოვანი მონაწილე ქვეყნის პოზიციონირების განსამტკიცებლად. მნიშვნელოვანია, რომ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჭირდება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას.

განმტკიცდება საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობა მშვიდობისა და განვითარებისთვის; გაძლიერდება საქართველოს ცნობადობა და გაღრმავდება დიპლომატიური ურთიერთობები მსოფლიოს ყველა რეგიონის - აზიის, ახლო აღმოსავლეთს, ავსტრალიისა და ოკეანეთის რეგიონის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, აფრიკის ქვეყნებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების დასამყარებლად.“ - განმარტა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის თქმით, საქართველო კვლავაც ურყევად განაგრძობს უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებას საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში და მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ დიპლომატიურ მხარდაჭერას.

ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის