ანრი ოხანაშვილი - სამინისტრო განაგრძობს პენიტენციურ სისტემაში დანერგილი უმაღლესი სტანდარტების დაცვას

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი ანრი ოხანაშვილი პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში მოხსენებით წარდგა. სიტყვით გამოსვლისას ოხანაშვილმა ყურადღება გაამახვილა პენიტენციური სისტემისა და პრობაციის სამსახურის განვითარებაზე.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სამინისტრო განაგრძობს პენიტენციურ სისტემაში დანერგილი უმაღლესი სტანდარტების დაცვას.

„სამინისტრო განაგრძობს პენიტენციურ სისტემაში დანერგილი უმაღლესი სტანდარტების დაცვას და იზრუნებს ამ სტანდარტების შემდგომ გაუმჯობესებაზე, ასევე, პრობაციის სამსახურის განვითარების კუთხით გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები. საუბარია შემდეგ საკითხებზე: გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები პენიტენციურ დაწესებულებებში; ყურადღება გამახვილდება მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა სარეაბილიტაციო პროგრამებზე, ასევე, საჭიროების მიხედვით, შემუშავდება ახალი პროგრამები და გაიზრდება პროგრამებში მსჯავრდებულთა ჩართულობა.

ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რა თქმა უნდა, აქ ჩვენს კოლეგა მეგობარ უწყებებთან ერთად მოგვიწევს კოორდინირებული მუშაობა, უპირველეს ყოვლისა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად. აქაც გავაგრძელებთ მუშაობას არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის განვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენი ამოცანაა პრევენციაზე ორიენტირებული საქმიანობის განხორციელება და იქ, სადაც კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები სჩადიან კონკრეტულ გადაცდომებს, ამასთან დაკავშირებით საჭიროა შესაბამისი ჰუმანური საერთაშორისო სტანდარტების მექანიზმების არსებობა და ამ მიმართულებით ჩვენ ვიმუშავებთ, ასევე, აღდგენითი მართლმსაჯულების კუთხით, ისევე, როგორც განრიდებისა და მედიაციის პროგრამების დახვეწასა და შემდგომ განვითარებაზე“, ‒ განაცხადა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს