ანრი ოხანაშვილი - ჩვენი ამოცანაა, ორიენტირებული ვიყოთ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციასა და განრიდებაზე, პრევენციულ ღონისძიებებზე - კანონმდებლობა მოვიდა შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან და კიდევ უფრო ჰუმანური გახდა

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში მოხსენებით წარდგენის შემდეგ პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

ანრი ოხანაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ" 2012 წლიდან პენიტენციურ სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა, მათ შორის, საკანონმდებლო სივრცე მაქსიმალურად დაუახლოვდა ევროპულ სტანდარტებს, დამკვიდრდა თითოეული მსჯავრდადებულის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა და ა.შ.

„სწორედ „ქართული ოცნების" გუნდმა 2015 წელს მიიღო არასრულწლოვანთა კოდექსი, რომელმაც ახალ საფეხურზე აიყვანა ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტი, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში. გახსოვთ, რომ 2012 წლამდე „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმმა 12 წლამდე დაწია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკი. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ არ იყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სასჯელის მოდიფიცირება ხდებოდა ჯარიმის ფორმით. ჯარიმას ბავშვი ვერ იხდიდა და, შესაბამისად, ეკისრებოდა მშობელს. ასეთი მიდგომები სრულად გადაიხედა და რადიკალურად შეიცვალა. ჩვენი ამოცანაა, ორიენტირებული ვიყოთ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციასა და აღდგენით მართლმსაჯულებაზე, პრევენციულ ღონისძიებებზე და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას", ‒ განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს