ნინო ლაცაბიძე - ჩვენი გუნდი ვაგრძელებთ მუშაობას, რომ რუსთავი გახდეს ქალაქი, სადაც არცერთ კორპუსში აღარ იქნება ამორტიზებული ლიფტი და მოსახლეობა, თანამედროვე, უსაფრთხო ინფრასტრუქტურით აღჭურვილ კორპუსებში იცხოვრებს

რუსთავში ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების და სრული მოდერნიზების პროექტები გრძელდება. 2024 წელს დაგეგმილი 82 ლიფტიდან, 60 უკვე სრულად მოდერნიზებულია.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ამ ეტაპზე სამუშაოები 22 სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს.

მე-7 მიკრორაიონის N27 კორპუსში მიმდინარე სამუშაოებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ა(ა)იპ ,,რუსთავის კორპუსის" და რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

,,ჩვენი გუნდის ერთ-ერთი დაპირება იყო, რომ ქალაქში არსებული ამორტიზებული ლიფტები ჩანაცვლდებოდა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლიფტებით. ამას გარდა, რუსთავის მერიამ, ლიფტების მოვლა- პატრონობაზეც სრულად ავიღეთ პასუხისმგებლობა. ბოლო 3 წლის განმავლობაში, რუსთავში, ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლებაზე, სრულ მოდერნიზებაზე და მოვლა-პატრონობაზე, 11 მილიონი ლარია ბიუჯეტიდან დახარჯული. საქართველოს მთავრობის თანადგომით, დღეს, რუსთავის მაღალსართულიან კორპუსებში, უკვე 300-ზე მეტი ლიფტია სრულად მოდერნიზებული და ახლით ჩანაცვლებული. ჩვენი გუნდი ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ რუსთაველებისთვის მიცემული ყველა დაპირება შევასრულოთ და რუსთავი გახდეს ქალაქი, სადაც არცერთ კორპუსში აღარ იქნება ძველი ამორტიზებული ლიფტი და მოსახლეობა, თანამედროვე, უსაფრთხო ინფრასტრუქტურით აღჭურვილ კორპუსებში იცხოვრებს“-განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

მათივე ინფორმაციით, ლიფტების სრული მოდერნიზება, უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით ხდება, რაც მართვის ახალი კარადის მონტაჟს, ელექტროგაყვანილობის სრულ რეაბილიტაციას, ახალი ძრავის, სამანქანე ტექნიკის და კაბინის მოწყობას ითვალისწინებს.

ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების და უფასო ლიფტების პროექტის განხორციელება, რუსთავის მერიამ 2022 წელს დაიწყო.

მათივე ცნობით, 2024 წლის რუსთავის ბიუჯეტში, ლიფტების მოდერნიზების პროექტის განსახორციელებლად 2 330 000 ლარი იყო გათვალისწინებული. 2022-2024 წლებში, რუსთავის მაღალსართულიან კორპუსებში 330 ახალი ლიფტი დამონტაჟდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე