„ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის მზადყოფნას აცხადებს

„ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის მზად არის, - ამის შესახებ „ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა სააგენტო „ფრანს-პრესს“ განუცხადა.

„ჩვენ ეგვიპტეში, კატარსა და თურქეთში შუამავლებს ვაცნობეთ, რომ „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის და ტყვეების გაცვლის სერიოზული შეთანხმებისთვის მზად არის“, - განაცხადა „ჰამასის“ ოფიციალურმა პირმა.

მისივე თქმით, „ჰამასი“ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას მიესალმება.

შეგახსენებთ, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დღეს, ადგილობრივი დროით 04:00 საათიდან ძალაში შევიდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება